რეზონანსი
26.04.2025

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიაზე, მოკლე საუბრის დროს მოგვიანებით შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენის პრესსპიკერმა, პაულა პინომ განაცხადა.

„მოკლე საუბრის დროს, პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი და პრეზიდენტი ტრამპი შეხვედრაზე შეთანხმდნენ”, – დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ში.

ჯერჯერობით უცნობია, როდის ან სად გაიმართება შეხვედრა.

დონალდ ტრამპის მიერ პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ მას და ევროკომისიის პრეზიდენტს შორის ორმხრივი შეხვედრა არ გამართულა. აშშ-მა აპრილის დასაწყისში 20%-იანი ტარიფები დააწესა ევროკავშირიდან პროდუქტების იმპორტზე, თუმცა, მოგვიანებით, 90 დღით სატარიფო განაკვეთი განახევრა. საპასუხოდ, ევროკავშირმა ამერიკულ პროდუქციაზე საპასუხო ტარიფების დაწესება გადადო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×