რეზონანსი
09.05.2025

მოგიწოდებთ, აღიაროთ უფლის მიერ მოხდენილი სასწაულები, კურთხევები, რომლებსაც უფალი კვლავ აგრძელებს ჩვენთვის, - ამის შესახებ ახლადარჩეულმა პაპმა, ლეო XIV-მ პონტიფიკოსის რანგში პირველი მესის ჩატარების დროს განაცხადა.

სიქსტეს კაპელაში გამართულ მესას კარდინალები დაესწრნენ, რომლებმაც რობერტ პრევოსტი კათოლიკური ეკლესიის ახალ ლიდერად აირჩიეს.

მესის შემდეგ პაპი კარდინალებთან ერთად ისადილებს, რის შემდეგაც მათ საშუალება ექნებათ, დატოვონ ვატიკანი და დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

„მინდა, გავიმეორო სიტყვები ფსალმუნიდან: „ახალ სიმღერას ვუმღერებ უფალს, რადგან მან, რადგან მან სასწაულები მოახდინა", და მართლაც, არა მხოლოდ ჩემთან, არამედ ყველა ჩვენგანთან, ჩემო ძმებო კარდინალებო. მოგიწოდებთ, აღიაროთ უფლის მიერ მოხდენილი სასწაულები, კურთხევები, რომლებსაც უფალი კვლავ აგრძელებს ჩვენთვის. პეტრეს მსახურების მეშვეობით, თქვენ მომიწოდეთ, რომ ეს ჯვარი მეტარებინა და ამ მისიით მეკურთხებინა და ვიცი, შემიძლია, თითოეულ თქვენგანს დავეყრდნო, ჩემთან ერთად იაროთ, რადგან ჩვენ, როგორც ეკლესია, გავაგრძელებთ არსებობას, როგორც იესოს მეგობრების საზოგადოება, როგორც მორწმუნეები, სასიხარულო ცნობის გასაცხადებლად, სახარების გასაცხადებლად", - განაცხადა არჩეულმა პაპმა, ლეო XIV-მ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×