რეზონანსი
09.05.2025

ყველა შიდა და გარე პროვოკაციის მიუხედავად, სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ომი არ იქნება, მშვიდობა იქნება, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 9 მაისთან დაკავშირებულ მიმართვაში განაცხადა.

„დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ ჩვენი რეგიონის მშვიდობიან და აყვავებულ მომავალში. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების პროექტი შეთანხმებულია და ხელმოწერას ელოდება და ჩვენ ამ გზას გავყვებით. ჩვენმა რეგიონმა დაიმსახურა უფლება, იცხოვროს მშვიდობიანად და აყვავებულად და ასეც უნდა იყოს. ყველა შიდა და გარე პროვოკაციის მიუხედავად, სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ომი არ იქნება, მშვიდობა იქნება", - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.

მისი თქმით, სომხეთი თავისუფლების, დემოკრატიისა და მშვიდობის გზაზეა.

„ეს სულაც არ არის მარტივი გზა, მაგრამ ღირს მისი გავლა და მის დასასრულებლად და შეუქცევად ნავსაყუდლამდე მისასვლელად ჩვენ გვჭირდება თავდაჯერებულობა, რწმენა, წინდახედულობა და თანმიმდევრულობა", - აღნიშნა ფაშინიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×