რეზონანსი
09.05.2025

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინურ საქონელზე 80%-იანი ტარიფები სამართლიანად გამოიყურება. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ჩინეთმა თავისი ბაზარი აშშ-თვის უნდა გახსნას, ეს მათთვის ძალიან კარგი იქნებოდა. დახურული ბაზრები აღარ მუშაობს", - დაწერა ტრამპმა.

აშშ-სა და ჩინეთის მიერ დაწესებულმა 100%-ზე მეტმა ორმხრივმა ტარიფებმა, ფაქტობრივად, გაყინა ვაჭრობა მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის.

როგორც ცნობილია, აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი ჯემისონ გრირი შვეიცარიაში ჩინეთის ეკონომიკის მინისტრს, ჰე ლიფენგს შეხვდებიან. ეს შეხვედრა შესაძლოა, სავაჭრო დავის მოგვარებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი გახდეს.

ამავდროულად, ბოლო დღეებში გაჩნდა სიგნალები, რომ მხარეები მზად არიან ორმხრივი დათმობებისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×