რეზონანსი
09.05.2025

მარნეულში ორი პირი საკანალიზაციო სისტემის მონტაჟისას გათხრილ ორმოში ჩავარდა, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა, მეორე კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჯეიჰუნ მუჰამედალი ავრცელებს.

ის ადგილიდან ფოტოსაც აქვეყნებს და წერს, რომ „მარნეულში წლებია ინფრასტრუქტურა საშინელ დღეშია და დღეს ისევ უბედურება დატრიალდა"

მარნეულში დღეს ამ თხრილში ორი მუშა ჩავარდა ერთი გარდაიცვალა. მეორე კი კლინიკაში გადაიყვანეს. ამ ფოტოში ეს თხრილი სასწრაფო წესით ნახევრად გავსებულია, რადგან საშინელი სანახაობა არ ჩანდეს. მარნეულში წლებია ინფრასტრუქტურა საშინელ დღეშია და დღეს ისევ უბედურება გადატრიალდა.

როდის იზრუნებენ ამ ხალხზე? ამ ხალხის პრობლემა როდის პრობლემად იქნება აღიარებული და მოგვხედავენ? ასეთი თხრილები ძალიან ბევრია ქუჩებში",- წერს მუჰამედალი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ორივე მათგანი ჯანდარის დასახლების მცხოვრებია და ისინი "China Group" კომპანიაში არიან დასაქმებულები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×