რეზონანსი
09.05.2025

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირს აქვს სათადარიგო გეგმა, რა უნდა გააკეთოს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით უნგრეთის ვეტო დაძლეული არ იქნება.

„ჩვენ გეგმა B და გეგმა C გვაქვს. თუმცა ჩვენი ყურადღება გეგმა A-ზეა გამახვილებული, რაც ყველას მხარდაჭერის მოპოვებას გულისხმობს", - განაცხადა კაია კალასმა და გაიხსენა, რომ ევროკავშირი უნგრეთთან ვეტო-ს მოხსნის შესახებ დიალოგს აწარმოებს.

„უკრაინას თავისი საშინაო დავალება აქვს შესასრულებელი და ევროკავშირმაც უნდა შეასრულოს თავისი საშინაო დავალება. ჩვენ უნგრეთის მთავრობასთან ვთანამშრომლობთ. თუ კომპრომისი ვერ მოიძებნა, ევროკავშირი მზადაა, იმოქმედოს. შეერთების პროცესი, ან როგორც ჩვენ მას ვუწოდებთ, გაერთიანების პროცესი, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც", - განუცხადა ჟურნალისტებს კაია კალასმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×