რეზონანსი
09.05.2025

მედიის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწოდა, შეწყვიტოს სავაჭრო ომი.

როგორც გერმანიის კანცლერის რანგში ბრიუსელში პირველი ვიზიტის დროს მერცმა განაცხადა, ტრამპს უთხრა, რომ „საბაჟო კონფლიქტის ესკალაცია კარგი იდეა არ არის".

„საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ყველასთვის ყველაფრის ნულამდე შემცირება. სულ მცირე, მოკლევადიან პერსპექტივაში, იმედი მაქვს, მიმდინარე ტარიფების შესამცირებლად ნაბიჯების გადადგმას შევძლებთ", - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ამასთან, ფრიდრიხ მერცი იმედოვნებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირი და აშშ შეძლებენ სავაჭრო შეთანხმებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×