რეზონანსი
09.05.2025

უნგრეთმა ჯაშუშობის ბრალდებით ქვეყნიდან ორი უკრაინელი დიპლომატი გააძევა. ამის შესახებ განცხადება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ გააკეთა.

სიიარტოს თქმით, უკრაინაში „სულ უფრო ძლიერი ანტი-უნგრული პროპაგანდა" და „უნგრელების დისკრიმინაციის კამპანიაა".

მისი განცხადებით, ორი „ჯაშუში", რომელიც ბუდაპეშტში უკრაინის საელჩოში თითქოსდა დიპლომატიური საფარის ქვეშ მოქმედებდნენ, 9 მაისს იყვნენ გაძევებული უნგრეთიდან. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ უნგრეთში უკრაინის ელჩს გადაეცა.

„უნგრელების წინააღმდეგ ბოლო კამპანიას იგივე მიზანი აქვს, რაც წინებს. ჩვენ, უნგრელებს, მშვიდობა გვსურს, ომს ვეუბნებით „არა", არასდროს ვაწვდიდით უკრაინას იარაღს და ამას არ გავაკეთებთ. არ ვაძლევდით და არ მივცემთ ომში ჩვენი ჩათრევის საშუალებას", - განაცხადა სიიარტომ.

ცნობისთვის, დღეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მათ უნგრეთის სამხედრო დაზვერვის ქსელი გამოააშკარავეს, რომელიც ჯაშუშურ საქმიანობას აწარმოებდა უკრაინის ზაკარპატიეს რეგიონში. მათივე ცნობით, ისინი ცდილობდნენ რეგიონის სამხედრო დაცულობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, და ადგილობრივი მცხოვრებლების საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებების შესწავლას: „კერძოდ, მათი ქცევითი სცენარების შესწავლას, თუ რეგიონის ტერიტორიაზე უნგრული ჯარები შევიდოდნენ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×