რეზონანსი
09.05.2025

„ევროპის მოედანზე“ აქცია ლოზუნგით: „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ მიმდინარეობს.

მეტეხის ხიდიდან გადმოფენილია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.„ევროპის მოედნამდე“ მსვლელობა 5 ლოკაციიდან: რესპუბლიკის მოედნიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან, მეტრო "ავლაბრიდან", საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიმართა.

საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს ასევე მშვიდობის ხიდიდან. „ევროპის მოედანზე“ დამონტაჟებულია სცენა და შესაბამისი ტექნიკური ინვენტარი. ორგანიზატორების თქმით, ცოტა ხანში პატიმრების ოჯახის წევრები, ექიმები, აქტივისტები, მსახიობები გამოვლენ და სიტყვით მიმართავენ შეკრებილებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×