რეზონანსი
09.05.2025

ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბაჩო ოდიშარია 9 მაისთან თარიღთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ოდიშარიას თქმით, 9 მაისი არის „ოჯახების უკეთესი მომავლის, შვილების კეთილდღეობისთვის გაღებული მსხვერპლის თარიღი, ფაშიზმზე გამარჯვების სიდიადე და მშვენიერება, როგორც გლობალურ ბოროტებასა და მანკიერებაზე ტრიუმფის თარიღი“.

მისივე თქმით, დღემდე გვიწევს ფაშიზმთან ბრძოლა, იქნება ეს ნეოლიბერალიზმი, ევროპული ბიუროკრატია თუ დიფ სთეითის ისტებლიშმენტი.

„ცხრა მაისი არის ჩვენი მამების, ბაბუების თუ დიდი ბაბუების სამშობლოსადმი თავდადების, ოჯახების უკეთესი მომავლის, შვილების კეთილდღეობისთვის გაღებული მსხვერპლის თარიღი, ფაშიზმზე გამარჯვების სიდიადე და მშვენიერება, როგორც გლობალურ ბოროტებასა და მანკიერებაზე ტრიუმფის თარიღი. სამწუხაროდ, დღემდე გვიწევს ფაშიზმთან ბრძოლა, იქნება ეს ნეოლიბერალიზმი, ევროპული ბიუროკრატია თუ დიფ სთეითის ისტებლიშმენტი. გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, თანამედროვე ფაშისტებმა კი იცოდეთ, რომ დიდი დრო არ დაგრჩენიათ.“ -წერს ოდიშარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×