რეზონანსი
09.05.2025

არ გავხდით პროქსი ომის მონაწილე სახელმწიფო და ამას არასდროს გავაკეთებთ - „ქართული ოცნების“ პირობებში ვერავინ გამოიყენებს საქართველოს მარიონეტ ქვეყნად, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, რომელიც პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა. კერძოდ, ირაკლი კობახიძემ დღეს გაიხსენა ის მიზეზები, რასაც ევრობიუროკრატების მიერ საქართველოსთვის ბრძოლის გამოცხადება მოჰყვა.

მაჭავარიანმა ისაუბრა, თუ რა დახმარება გაუწია საქართველომ უკრაინას.

„ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. საერთაშორისო ასპარეზზე 600-ზე მეტ რეზოლუციას მივუერთდით. შევიფარეთ ათობით ათასი უკრაინელი, დავუნიშნეთ სოციალური დახმარება, ჰუმანიტარული დახმარებით მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზე ვართ. რა არ გავაკეთეთ! ერთადერთი რამ არ გავაკეთეთ, რომ ჩვენც არ გავხდით პროქსი ომის მონაწილე სახელმწიფო და ამას არასდროს გავაკეთებთ, ვერავინ გამოიყენებს საქართველოს „ქართული ოცნების“ პირობებში მარიონეტ ქვეყნად“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×