რეზონანსი
10.05.2025

ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა გააკრიტიკა ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და რუსეთის წინააღმდეგ კიევის გამარჯვების პერსპექტივას განწირული უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

„ევროპას არ აქვს ომის დასრულებისა და მშვიდობის დამყარების საკუთარი ხედვა, მაგრამ აგრძელებს ინვესტირებას საქმეში, რომელიც, ჩემი აზრით, განწირულია“, - აღნიშნა ბულგარეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უკრაინისათვის მეტი იარაღის მიწოდება კიევს გამარჯვებას არ მოუტანს.

„სრულიად საპირისპირო ხდება ყოველდღიურად - კიდევ უფრო მეტი მსხვერპლი, კიდევ უფრო მეტი ნგრევა, კიდევ უფრო მეტი დაკარგული ტერიტორია. ევროპას მშვიდობის დაბრუნების ეშინია? რადგან მშვიდობის დაბრუნება ასევე ნიშნავს საზოგადოების ყურადღების დაბრუნებას იმ კრიზისებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყნებსა და საზოგადოებებში დუღს“, - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×