რეზონანსი
10.05.2025

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის მონაწილეობა რუსეთ-უკრაინის ომში გამართლებულია და ხაზი გაუსვა, რომ ეს არის „ძმური ერის" დასაცავად სუვერენული უფლებების განხორციელება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„ჩვენი მონაწილეობა კონფლიქტში სამართლიანი იყო და ის ჩვენი რესპუბლიკის სუვერენულ უფლებებში შედის. ყველა მამაც ჯარისკაცს, რომელიც კურსკის ოპერაციაში მონაწილეობდა, გმირად და ერის ღირსების უმაღლეს წარმომადგენლად მივიჩნევ", - აღნიშნა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა.

კიმ ჩენ ინის თქმით, ჩრდილოეთ კორეა ყოყმანის გარეშე გამოიყენებს სამხედრო ძალას, თუ აშშ გააგრძელებს იმას, რასაც მან „რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო პროვოკაციები" უწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×