რეზონანსი
10.05.2025

ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარის მცხოვრები სალომე ბერაძეა.

„სოფელს აღარ ჰყავს, ახალგაზრდა, სიცოცხლით, სიკეთითა და ადამიანობით გამორჩეული, ყველასათვის საყვარელი, სალომე ბერაძე.

სალომემ ტრაგიკულად დატოვა ეს წუთისოფელი. რთულია სიტყვებით გადმოსცე ის ტკივილი, რასაც ამ მძიმე ამბის შემდეგ განვიცდით. ხიდრის ადმინისტრაციული ერთეულის სახელით, გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას და თანაგრძნობას ვუცხადებთ სალომეს მშობლებს, ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და სოფელ ხიდარს. მარადიული ხსოვნა მის ნათელ სულს", - წერენ სოციალურ ქსელში.

ქუთაისში, მდინარე რიონში ახალგაზრდა ქალის ცხედარი 9 მაისს იპოვეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

წყარო: ინფოიმერეთი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×