რეზონანსი
10.05.2025

თუ ინდოეთი ესკალაციას შეწყვეტს, მაშინ ჩვენც გავჩერდებით, - ამის შესახებ პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იშაქ დარმა განაცხადა.

„თუ იოტისოდენა საღი აზრი მაინც არსებობს, ინდოეთი გაჩერდება და თუ ისინი გაჩერდებიან, მაშინ ჩვენს იმავეს გავაკეთებთ", - განაცხადა იშაქ დარმა.

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ „ახლა ბურთი ინდოეთის მოედანზეა".

„ჩვენ მშვიდობა ნამდვილად გვსურს, რომელიმე ერთი ქვეყნის ჰეგემონიის გარეშე", - აღნიშნა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, პაკისტანის თავდაცვის მინისტრის, ხავაჯა ასიფის განცხადებით, ქვეყნის ბირთვული არსენალის ზედამხედველობის ორგანოს ეროვნული სარდლობის სხდომა დაგეგმილი არ არის.

„ეროვნული სარდლობის სხდომა არ გამართულა და მსგავსი შეხვედრა დაგეგმილიც არ არის", - განაცხადა პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×