რეზონანსი
10.05.2025

გერმანიის ელჩის განცხადებები უსუსურია იმ რეალობასთან შედარებით, რაც მსოფლიოში მართლაც არსებობს, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას.

„ეს არ არის მხოლოდ დაპირისპირება ორ შეხედულებას შორის, ეს არის გარკვეული პოზიცია, პოლიტიკა, რომელსაც დემაგოგიურად ცდილობენ ზოგიერთნი, მათ შორის გერმანიის ელჩი, თავს მოახვიონ იმ საზოგადოებას, რომელიც უნდათ რომ ქუჩაში იდგნენ და დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა ერთ-ერთ მედია საშუალებასთან თქვა, რომ „დიფ სთეითი" არ არსებობს და ეს გამოგონილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×