რეზონანსი
10.05.2025

ხაშურის რაიონის სოფელ საჯვარეში სამი ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრილებსა და სავარაუდო ბრალდებულს შორის კონფლიქტი წარსულში მომხდარი დაპირისპირების გამო დაიწყო.

სამივე დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი. რაც შეეხება სავარაუდო ბრალდებულს, როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

შსს-ს განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 117- და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×