რეზონანსი
12.05.2025

ჰიპერმარკეტი „კარფური“ ერთ-ერთ ფილიალში, სხვადასხვა პროდუქციაზე მომხმარებლის მიერ თვითნებურად მიკრული სტიკერების გამო კონტროლს აძლიერებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ქრონიკამ“ კარფურს კითხვით მიმართა: „კარფურის დახლებზე გამოჩნდა გარკვეული ნაწარმი, რომელსაც სტიკერები აქვს მიკრული. თუ ხართ საქმის კურსში ამ შემთხვევის შესახებ, იღებს თუ არა კომპანია პასუხისმგებლობას ამ ქმედებაზე და არის თუ არა ეს პროდუქტი ისევ დახლებზე? დაიწყეთ თუ არა მოკვლევა ან აპირებთ თუ არა საჯარო კომენტირებას?“.

„კარფურის“ ადმინისტრაციამ „ქრონიკას“ უპასუხა, რომ აღნიშნული სტიკერები მომხმარებელმა თვითნებურად მიაკრა პროდუქციას: „კარფურის ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში მომხმარებლის მიერ მოხდა გარკვეულ პროდუქტებზე სტიკერების მიკვრა. ფაქტის აღმოჩენისთანავე თვითნებურად მიკრული ყველა სტიკერი სრულად იქნა მოხსნილი. მსგავსი შემთხვევის სხვა ფილიალში თავიდან აცილების მიზნით ყველა ფილიალში კონტროლი გაძლიერებულია“, - განმარტეს ადმინისტრაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×