რეზონანსი
12.05.2025

საინტერესო შეხვედრა გვქონდა იტალიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, მან სრული მზადყოფნა გამოთქვა იმისთვის, რომ საქართველოსა და იტალიას შორის საპარლამენტო ურთიერთობები ახალ დონეზე გადავიდეს, - განუცხადა უნგრეთში ქართველ ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით, შეხვედრა ჰქონდათ ასევე ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარესთან.

„გვქონდა საუბარი ასევე რუსეთის მხრიდან მომდინარე ოკუპაციაზე. მათ აინტერესებდათ ის ვითარება, რომელიც არის არა მხოლოდ ოკუპირებულ რეგიონებში არამედ, ზოგადად, შავი ზღვის რეგიონში და საქართველოს როლი. ასევე გვქონდა შესაძლებლობა, რომ შევხვედროდით ბულგარეთის პარლამენტის თავმჯდომარეს. მათთანაც გვქონდა საუბარი იმაზე, რომ საჭიროა ურთიერთობების კიდევ უფრო მეტი დინამიზმის მიცემა. გვქონდა საუბარი რუმინეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან რუმინეთში მიმდინარე პროცესებზე. შესაძლებლობა გვქონდა შევხვედროდით ასევე ბელგიის დელეგაციას“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×