რეზონანსი
15.05.2025

სტუდიო ლიბერთიმ და Mastercard-მა პრემიუმ საკრედიტო ბარათი, Top|Card Black Edition სულ ახლახანს წარუდგინეს მომხმარებლებს. ბარათის სპეციალური შეთავაზებების ფარგლებში, პირველი პარტნიორია ონლაინ პლატფორმა TKTFLY.GE.

კამპანიის პირობების თანახმად, ტოპ|ქარდის Black Edition-ის მფლობელები tktfly.ge-ზე ავიაბილეთების ბარათით შეძენისას, 2025 წლის 13 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლებენ:

· 200 ლარიანი ქეშბექი

· საფასურის გადანაწილება 3 თვეზე უპროცენტოდ (ეფექტური 0%)

დეტალური ინფორმაცია ბარათის აღებასა და კამპანიის შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: studioliberty.ge

Top|Card Black Edition, Mastercard-ის პირველი World Black Edition ბარათია საქართველოში და აერთიანებს ფინანსურ მოქნილობასა და პრემიუმ სამოგზაურო სერვისებზე წვდომას. ბარათის მფლობელებისთვის მუდმივად ხელმისაწვდომია:

10 უფასო Lounge Key ვიზიტი (1200+ ლაუნჯში მსოფლიოს მასშტაბით, ბრუნვის მიუხედავად)

10 Fast Track სერვისი საერთაშორისო აეროპორტებში

1GB FlexiRoam მობილური ინტერნეტი საჩუქრად + 15% ფასდაკლება დამატებით მეგაბაიტებზე

სამოგზაურო დაზღვევა — მათ შორის რეისის გადადების, ბარგის დაკარგვისა და სხვა შემთხვევებისთვის

Top|Card Black Edition ხელმისაწვდომია მხოლოდ სტუდიო ლიბერთის მომხმარებლებისთვის. ლიბერთის სტანდარტული Top|Card-ის მფლობელები, სტუდიო ნაკრების შეძენისთანავე შეძლებენ Black Edition-ით სარგებლობას. ხოლო მათ, ვისაც ჯერ არ აქვს Top|Card, შეუძლიათ მარტივად გახდნენ სტუდიოს წევრები და წინასწარ დაიმტკიცონ სასურველი ლიმიტი ბარათზე.

სტუდიო ლიბერთი ლიბერთის პრემიუმ ბანკინგის მიმართულებაა — პირველი მრავალფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც შექმნილია პირადი და ბიზნეს ინტერესების თანაკვეთაზე. სტუდიო ლიბერთის მომხმარებლები სარგებლობენ პერსონალური ბანკირის მომსახურებით, იღებენ საბანკო და lifestyle პროდუქტებზე მორგებულ ექსკლუზიურ შეთავაზებებს და პრემიუმ მომსახურებას როგორც პირადი, ასევე ბიზნეს ფინანსებისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×