რეზონანსი
15.05.2025

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში მტკვრიდან ჯამში 4 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.

როგორც უწყებაში "მთავარს" განუცხადეს, აქედან 2 ადამიანი მდინარეში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრები არიან, რომლებიც მანქანასთან ერთად დღეს დილით ამოიყვანეს. კიდევ 2 ცხედარი ავტომობილის ძებნის დროს აღმოაჩინეს - ერთ-ერთი მათგანი 44 დღის წინ დაკარგული აითაჯ მამედოვაა, ხოლო კაცის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია. ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

საგანგებოს ცნობით, ავტომობილის კიდევ ერთ მგზავრს ამ დრომდე ეძებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×