რეზონანსი
17.05.2025

ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისი მიმდინარეობს.

პარაკლისს ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი და როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

პარალელურად, რუსთაველის გამზირზე ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალქეები იკრიბებიან.

პარაკლისის დასრულების შემდეგ მოქალაქეები სამების ტაძრისკენ საზეიმო მსვლელობას მოაწყობენ.

ცნობისთვის, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 2014 წელს გამოაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×