რეზონანსი
17.05.2025

საქართველო ასეთი დამოუკიდებელი და სუვერენული არასდროს ყოფილა. ყველა გადაწყვეტილება მიიღება ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ.

„იყო დრო, როდესაც ან ქვეყნის გარეთ მიიღებოდა გადაწყვეტილებები ან ქვეყნის შიგნით, მაგრამ სხვადასხვა საელჩოში. დღეს ასე აღარ არის, ამიტომ არის გულისწყრომა არაერთი ჩვენი პარტნიორისა თუ ყოფილი მეგობრისგან, რადგან შეიძლება ბევრისთვის მიუღებელიც იყოს, რომ ეს მცირე სახელმწიფო ახლა როგორ ამაყად და ღირსეულად იღებს გადაწყვეტილებებს, მითითებებითა და დავალებებით აღარ იმართება", - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ „დღის ქრონიკაში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×