
"თავად ის ფაქტიც, რომ მათ შორის, ჯაფარიძემ თავად აირჩია საპყრობილეში შესვლა, უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ხალხი თავისთავად პატივს არ სცემს ქართულ კანონმდებლობას და მეორე მხრივ, პირდაპირ პროვოკაციებზე მიდიან," - ეს განცხადება "ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ზურაბ ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისივე თქმით, ოპოზიციონერებმა, რომლებიც გირაოს გადახდას ციხეში წასვლას ამჯობინებენ იციან, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში არ არის ის სიტუაცია, რაც იყო "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს, შესაბამისად, ბევრად თამამად იღებენ ამ გადაწყვეტილებას.
"მესამეა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი: იციან, რომ ეს არ არის სააკაშვილის ციხე, ის სიტუაცია, რასაც ჰყვება 100-ზე მეტი ადამიანი 3 თვეზე მეტია საგამოძიებო კომისიაზე. რა თქმა უნდა, ეს ასეც უნდა იყოს, როგორი სიტუაციაც ახლაა საპყრობილეში, მაგრამ აბა ყოფილიყო ისეთი, როგორიც იყო სააკაშვილის დროს?!
თუ ადამიანი აცხადებს, რომ მან უნდა ჩაიდინოს სისხლის სამართლის დანაშაული, ყველა ქვეყანაში დაიჭერენ ასეთ ადამიანს - ეს არის აქსიომა ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.