რეზონანსი
24.05.2025

აშშ-ის მთავრობამ სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქება დაიწყო.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიღებულმა ზომამ ექვსი თვით გააუქმა კონგრესის მიერ 2019 წელს დაწესებული მკაცრი სანქციები.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, შეჩერდა სანქციების აღსრულება ყველა იმ პირის მიმართ, ვინც საქმიან ურთიერთობას ეწევა სირიელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, მათ შორის სირიის ცენტრალურ ბანკთან.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირას გამოაცხადა, რომ აშშ გააუქმებდა მძიმე ფინანსურ სანქციებს, რათა დროებით მთავრობას გადარჩენის უკეთესი შანსი მისცეს.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ბიზნესები და ინვესტორები იღებენ სანქციებისგან დაცვას, რაც მათ სირიაში დაბრუნებისთვის სჭირდებათ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ, დონალდ ტრამპი სირიის მთავრობისგან მნიშვნელოვან პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით სწრაფ ქმედებებს ელის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×