რეზონანსი
24.05.2025

სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა თურქეთში ჩავიდა და ქვეყნის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

შეხვედრა, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა, 1,5 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

თურქული მედიის თანახმად, შეხვედრაზე თურქეთსა და სირიას შორის ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონული და გლობალური მოვლენები განიხილეს.

შეხვედრისას რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სჯერა სირიის გაცილებით ნათელი და მშვიდობიანი მომავლის და, რომ თურქეთი კვლავაც სირიის გვერდით დარჩება, როგორც აქამდე აკეთებდა.

სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნაზე საუბრისას, თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანია სირიის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისა და ქვეყნისა და არმიის ერთი ცენტრიდან მართვისთვის.

შეხვედრის დროს პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ სირიის ტერიტორიის ოკუპაცია და აგრესია მიუღებელია და თურქეთი ყველა მიმართულებით გააგრძელებს მის წინააღმდეგ ბრძოლას.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთსა და სირიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობა ყველა სფეროში, განსაკუთრებით ენერგეტიკის, თავდაცვისა და ტრანსპორტის სფეროში გაგრძელდება.

სირიის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ მადლობა გადაუხადა თურქეთის პრეზიდენტს სანქციების მოხსნაში გაწეული მხარდაჭერისა და ძალისხმევისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×