რეზონანსი
14.06.2025

არცერთ ნაცს, არცერთს არ უთქვამს, რომ ჩორჩანას თემით „ოცნება“ ატარებს მოღალატეობრივ ნარატივს და ედავება ყოფილ შს მინისტრ გახარიას, რატომ დაიცავი სახელმწიფოს ტერიტორიაო, ამიტომ არის 13 წელი „ნაცმო“ სამარცხვინოდ, სასაცილოდ წარუმატებელი, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს.

„ნაცები წერენ, რომ გახარიას, რომელიც ერთადერთია, ვინც არჩევნებზე ღიად ამბობს, რომ იღებს მონაწილეობას, ბიძინა იჭერს იმიტომ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოსო.

ანუ – კაცი იძახის მონაწილეობას ვიღებო და ბიძინა იჭერს, მონაწილეობა მიიღეო, აიძულოსო.

ლოგიკა, როგორც ასეთი.

სინამდვილეში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის – არცერთ ნაცს, არცერთს (!) არ უთქვამს, რომ ჩორჩანას თემით ოცნება ატარებს მოღალატეობრივ ნარატივს და ედავება ყოფილ შს მინისტრ გახარიას, რატომ დაიცავი სახელმწიფოს ტერიტორიაო.

აი, ამიტომ არის 13 წელი ნაცმო სამარცხვინოდ, სასაცილოდ წარუმატებელი“, – წერს ანა ბუჩუკური.

საქართველოს პროკურატურაში 2019 წელს სოფელ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×