რეზონანსი
15.06.2025

მინესოტას შტატში ორ დემოკრატ კანონმდებელს დაესხნენ თავს. სროლას წარმომადგენელთა პალატის წევრი მელისა ჰორტმანი და მისი მეუღლე ემსხვერპლნენ. მძიმედ არიან დაჭრილი სენატორი ჯონ ჰოფმანი და მისი მეუღლე, რომლებსაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ.

თავდასხმისას კანონმდებლები თავიანთ სახლებში იმყოფებოდნენ. თავდამსხმელი სავარაუდოდ ერთი და იგივე პირია, რომელიც ამჟამად ძებნაშია. პოლიცია ეჭვობს, რომ ის სამართალდამცველის ფორმით გადაადგილდება და ადგილობრივ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

შტატის გუბერნატორმა ტიმ უოლცმა მომხდარს „მიზანმიმართული პოლიტიკური ძალადობის აქტი“ უწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×