რეზონანსი
15.06.2025

როგორც ჩანს, ივანიშვილის უსამართლობის მანქანა გიორგი გახარიასთანაც მივიდა, - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან სანიკიძე ჩორჩანას ეპიზოდზე  ვახტანგ გომელაურის გამოკითხვას. პოლიტიკოსის თქმით, ის, რომ "ოცნება" ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით საქმეს "საქართველოსთვის" ლიდერსაც აღუძრავდა, გასაკვირი არაფერია. 

გიორგი გახარიას არ უნდა გაუკვირდეს, რომ ჩორჩანის საგუშაგოსთან დაკავშირებით მასაც აღუძრავდნენ საქმეს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ტოლობის ნიშანი არ დაისვას იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, მითუმეტეს, როგორ შეიძლება ერთმანეთს გაუთანაბრო ძალა, რომელიც დაუპირისპირდა რუსეთს და არ ჩააბარა საქართველო, ძალას, რომელიც 100%-ის ოკუაპციას ახდენს ამ ქვეყნის. ამიტომ გიორგი გახარია თავის დროზე უფრო ყურადღებით რომ ყოფილიყო ასეთ საითხებთან, უკეთესი იქნებოდა, იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, მასთანაც მივიდა ივანიშილის უსამართლობის მანქანა, - ამბობს სანიკიძე. 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურაში ყოფილი შს მინისტრი და ექს სუსის უფროსი ვახტანგ გომელაური გამოჰკითხეს. გამოკითხვის შემდეგ გომელაურმა მედიასთან თქვა, რომ საქმე ჩორჩანას ეპიზოდს ეხებოდა. 

ჩორჩანის საგუშაგოს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ამ თემასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გიორგი გახარიას შეკითხვები ე.წ. წულუკიანის საგამოზიებო კომისიაზე დაუსვეს. 

"ქართული ოცნების" პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრთა თქმით, გიორგი გახარიამ მათი ხელისუფლების პირობებში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, პოლიციის საგუშაგო თვითნებურად ააშენა და ახალი ომი საფრთხე შექმნა.

 „ყველამ ყველაფერი იცოდა“, „დასწრება“ იყო საჭირო, რადგან სასწორზე 1800 ჰექტარი ტყის მასივის დაკარგვა იდო - თქვა "ქართული ოცნების" საპასუხოდ გიორგი გახარიამ, აპრილში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×