რეზონანსი
15.06.2025

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ თეირანი ბეირუთად გადაიქცევა. მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები დარტყმებს განაგრძობენ.

„ირანელი დიქტატორი თეირანს ბეირუთად აქცევს, ხოლო მის მცხოვრებლებს – მძევლებად, რათა თავისი რეჟიმი გადარჩეს“, – აღნიშნა ისრაელ კაცმა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანმა ღამით ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 80 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ერთ-ერთი რაკეტა ბათ იამში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. შედეგად, დაიღუპა 6 და დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, მაშველები აგრძელებენ ტერიტორიაზე იმ ადამიანების ძებნას, რომლებიც შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იყონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×