რეზონანსი
06.07.2025

 რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს აშშ-თან მთელი ისტორიის განმავლობაში ჰქონდა კეთილგანწყობილი ურთიერთობები, ორი ქვეყანა პოულობდა იმას, რაც მათ აერთიანებდა.

ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ხომ ყოველთვის, ძალიან დიდი დროის განმავლობაში გვქონდა ძალიან კეთილგანწყობილი და თავისებური ურთიერთობები აშშ-თან. ჩვენ ხომ მხარს ვუჭერდით მათ მისწრაფებას დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობისკენ. ჩვენ რეალურად ვაწვდიდით იარაღს, ფულით ვეხმარებოდით. შემდეგ, სამოქალაქო ომის დროს ჩრდილოეთს ვუჭერდით მხარს. და, ამ თვალსაზრისით, ჩვენ მაინც ვპოულობდით რაღაცას, რაც გვაერთიანებდა", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×