
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანი არ გამორიცხავს, რუსეთი ესტონეთს დაესხას თავს თუმცა, ხაზს უსვამს, რომ მოსკოვი ესტონეთზე თავდასხმას ამ ეტაპზე არ აპირებს, რადგანაც იცის, რომ NATO-ს რეაქცია გამანადგურებელი იქნება,
რუტეს თქმით, შესაძლოა, რუსეთმა ეს 5-7 წელიწადში გააკეთოს, თუკი ალიანსის წევრი ქვეყნები თავდაცვაში შესაბამის ინვესტიციას არ ჩადებენ. იქამდე, ალიანსის გენმდივანს ჟურნალისტმა ესტონეთში ჩატარებული სამხედრო წვრთნების შესახებ ჰკითხა.
"ჩვენ უკვე გვაქვს ყველა საჭირო გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ ესტონეთს თავს დაესხმებიან და რუსებმა ეს იციან. ჩვენი პასუხი გამანადგურებელი იქნება", - განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა.