რეზონანსი
06.07.2025

 "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი..." - რობინ დანიგანი

აშშ-ის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­ბინ და­ნი­გა­ნი აცხა­დებს, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის არა­სა­ჯა­რო წე­რი­ლი პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სად­მი იყო „მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი, არა­სე­რი­ო­ზუ­ლი და უკი­დუ­რე­სად ცუ­დად იყო მი­ღე­ბუ­ლი ვა­შინგტონ­ში". ამის შე­სა­ხებ მან „რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ელჩმა აღ­ნიშ­ნა, ხალ­ხი ძა­ლი­ან გა­ო­ცე­ბუ­ლი იყო მსგავ­სი წე­რი­ლის გა­მოგ­ზავ­ნით.

„სამი დღის შემ­დეგ - და ხაზს ვუს­ვამ, ჩვე­უ­ლებ­რივ ამა­ზე არ ვლა­პა­რა­კობ, მაგ­რამ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა თა­ვად თქვა ამის შე­სა­ხებ - „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­მო­მიგ­ზავ­ნა წე­რი­ლი ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­თვის, პი­რა­დი წე­რი­ლი. ეს არ არის სა­ჯა­რო წე­რი­ლი, რო­მე­ლიც, გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, იყო მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი, არა­სე­რი­ო­ზუ­ლი და უკი­დუ­რე­სად ცუ­დად იყო მი­ღე­ბუ­ლი ვა­შინგტონ­ში. უკი­დუ­რე­სად ცუ­დად.... ამი­ტომ, დაგ­ვჭირ­და გარ­კვე­უ­ლი დრო პა­სუ­ხის მო­სა­ფიქ­რებ­ლად. ეს მარ­თა­ლია. ვფიქ­რობ, გარ­კვე­უ­ლი დრო დაგ­ვჭირ­და იმი­ტომ, რომ ხალ­ხი ძა­ლი­ან გა­ო­ცე­ბუ­ლი იყო ასე­თი წე­რი­ლის გა­მოგ­ზავ­ნით ერთი ქვეყ­ნის მიერ ჩემი ქვეყ­ნის­თვის", -აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

მან ასე­ვე ისა­უბ­რა, თუ რო­გორ რო­გორ წა­რი­მარ­თა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ივა­ნიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა­ზე, რა­ზეც სა­ელ­ჩომ უარი მი­ი­ღო:

„ამა­სო­ბა­ში, სა­ნამ ჩვენ პა­სუხზე ვფიქ­რობ­დით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ღია წე­რი­ლი. მა­შინ მე მი­ვე­დი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან და ვუ­თხა­რი, რომ მაქვს პა­სუ­ხი სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან რუ­ბი­ოს­გან, რო­მელ­მაც მთხო­ვა, რომ ის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს გა­დავ­ცე. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა თქვა უარი", - აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

რო­ბინ და­ნი­გა­ნი ასე­ვე აცხა­დებს, რომ „პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ნე­ბის­მი­ერ დროს სი­ა­მოვ­ნე­ბით" შეხ­ვდე­ბა, თუმ­ცა „ცალ­კე მას არ უთხო­ვია მას­თან შეხ­ვედ­რა".

„რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" და­მა­ზუს­ტე­ბელ კი­თხვა­ზე, იკი­თხა თუ არა რო­ბინ და­ნი­გან­მა ვა­შინგტონ­ში, რა­ტომ უნდა გა­და­ე­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი გზავ­ნი­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის და არა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძი­სათ­ვის, ელჩმა გა­ნა­ცხა­და:

„ვფიქ­რობ, მსოფ­ლი­ო­ში ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ იცის, რომ მთავ­რო­ბას მარ­თავს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი".

გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, რო­ბინ და­ნი­გან­მა გა­ნა­ცხა­და ისიც, რომ ის დო­ნალდ ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის შემ­დეგ, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პირ­ველ დღე­ებ­ში ვა­შინგტონ­ში გა­ემ­გზავ­რა, რათა შეხ­ვედ­რო­და ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს, და­ლა­პა­რა­კებ­და სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ პო­ლი­ტი­კა­ზე და ჰქო­ნო­და გზამ­კვლე­ვი, კერ­ძოდ, „რა სურ­დათ, რომ ყო­ფი­ლი­ყო მათი პირ­ვე­ლი გზავ­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­თვის.

„მე დავ­ბრუნ­დი ამ შეხ­ვედ­რე­ბი­დან და შევ­ხვდი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს [მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილს] და ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ წარ­ვუდ­გი­ნე ორი თუ სამი ნა­ბი­ჯი, რო­მელ­თა გა­დად­გმი­თაც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ხელს შე­უ­წყობ­და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სწორ გზა­ზე დაბ­რუ­ნე­ბას", - აღ­ნიშ­ნავს ელჩი.

ელჩი, რო­მე­ლიც ივ­ლის­ში სა­ქარ­თვე­ლოს ტო­ვებს, ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო-ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის „სწორ გზა­ზე დაბ­რუ­ნე­ბა არც ისე რთუ­ლია" და ამას, პირ­ველ რიგ­ში, სჭირ­დე­ბა არის „ან­ტი­ა­მე­რი­კუ­ლი რი­ტო­რი­კის შე­წყვე­ტა".

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ამ­ბობს უამ­რავ რა­მეს აშშ-ზე, რაც არ არის სი­მარ­თლე, კერ­ძოდ ის, რომ ჩვენ ვცდი­ლობ­დით აქ მე­ო­რე ფრონ­ტის და­წყე­ბას - არ არის სი­მარ­თლე; რომ ჩემი წი­ნა­მორ­ბე­დი ცდი­ლობ­და აქ რე­ვო­ლუ­ცი­ის გაღ­ვი­ვე­ბას - არ არის სი­მარ­თლე; რომ ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა არის პარტნი­ო­რო­ბა მხო­ლოდ ქა­ღალ­დზე - არ არის სი­მარ­თლე; რომ მე ჩემ­მა მთავ­რო­ბამ გა­მიწ­ვია - არ არის სი­მარ­თლე. შე­მიძ­ლია უსას­რუ­ლოდ გა­ვაგ­რძე­ლო ჩა­მოთ­ვლა", - გა­ნა­ცხა­და აშშ-ის ელჩმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×