|

თქვენი წარმატება მხოლოდ სპორტის ფარგლებში რჩება და საზოგადოებაში ლაჩრები და მედროვეები ხართ. პირში გაჩრილი ოქროს მედლებით და ფულით ჯიბე გამოვსებული კაცუნები ხართ, - წერს ოპოზიციის პროპაგანდისტი, დავით ნებიერიძე, ქართველი სპორტსმენების მოსამართით სოციალურ ქსელში.
ნებიერიძე სპორტსმენებს სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვით მოიხსენიებს და ფარჩაკებს უწოდებს. მისივე თქმით, უკლებლივ ყველა სპორტსმენი უღირსია.
“ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში დასასრულისკენ მივიდა. ჰო და ზოგადად სპორტზე და სპორტსმენებზე კვლავ მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა. სპორტის ფუძემდებლის, როგორც კულტურის შემადგენელი ნაწილის ძველი ბერძნები არიან. ნუ, მაშინ ქალები სპორტში კი არა სტადიონზეც არ დაიშვებოდნენ. მომიტევონ დიდმა ქალმა სპორტსმენებმა. ჰო და მაშინდელი საზოგადოებისთვის სპორტსმენები და ასპარეზობებში გამარჯვება ვაჟკაცობის განსახიერებად ითვლებოდა და ამით გაამყარა სპორტმა თავი კულტურაში. თუმცა, პრივილეგიების გარდა სპორტი განუზომელ ვალდებულებებსაც აკისრებდა სპორტსმენებს. ისინი სანიმუშო მოქალაქეები და საზოგადოების სამაგალითო წევრები უნდა ყოფილიყვნენ სპორტის მიღმაც. ჰო და უკლებლივ ყველა დღევანდელ ქართველ სპორტსმენს მინდა გითხრათ: სამაგალითო მოქალაქეები კი არა ფარჩაკები და პრო*ები ხართ. მარტო საკუთარ თავზე ფიქრობთ და ხალხიც ფეხებზე გკიდიათ და სახელმწიფოც. იმიტომ რომ თქვენი წარმატება მხოლოდ სპორტის ფარგლებში რჩება და საზოგადოებაში ლაჩრები და მედროვეები ხართ. პირში გაჩრილი ოქროს მედლებით და ფულით ჯიბე გამოვსებული კაცუნები ხართ. ახლოსაც არ დგახართ ვაჟკაცობასთან. ქვეყანას დედა აღარ ჰყავს, ბავშვებს ლეწავენ ქუჩებში და ტროტუარზე დგომის გამო, სამშობლოს სიყვარულის გამო პატიმრობას უსჯიან. ვაჟკაცობა ქვეყანაში დასჯადი გახდა და თქვენ სდუმხართ. ერთი სიტყვა არ დაგცდენიათ მთელი წლის მანძილზე. ერთი პროტესტი არ გამოგიხატავთ. სიტყვა არ შეგიწევიათ დალეწილი ბავშვებისთვის და სინდისის პატიმრებისთვის. მიმიფურთხებია თქვენი ჯილდოებისთვის და თქვენი ნამუსისთვის. უღირსები ხართ უკლებლივ ყველა. სპორტშიც პრო*ები ხართ და პოლიტიკაშიც”, - წერს დავით ნებიერიძე.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|