რეზონანსი
24.11.2017

 რეზონანსი) მოსკოველი სამართალდამცავები ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, სახელმწიფო სათათბიროს შენობაში ნაღმს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას, „PIA" ავრცელებს.

„დუმის შენობის შემოწმება ადამიანების ევაკუაციის გარეშე მიმდინარეობს", - აცხადებენ რუსეთის საგანგებო სამსახურში.

იგივე წყაროს ინფორმაციით, ადგილზე პოლიციელები და საგანგებო სამსახურის თანამშრომლები უკვე მივიდნენ.

რუსეთში სატელეფონო ტერორიზმის ტალღა 11 სექტემბერს დაიწყო. ორი თვის განმავლობაში ქვეყნის 186 ქალაქში განხორციელდა ანონიმური ზარი შენობებში ნაღმების არსებობის შესახებ. ამ პერიოდში 2,3 მილიონი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×