რეზონანსი
24.11.2017

 (რეზონანსი) უშიშროების საბჭო არანაირ კავშირში არ არის ამ სპეცოპერაციასთან, - ამ სიტყვების გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი ჩატარებული სპეცოპერაციის თემას სპეკულაციისთვის იყენებს.

"უშიშროების საბჭო არანაირ კავშირში არ არის ამ სპეცოპერაციასთან. კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ უშიშროების საბჭოს ფუნქცია არის თავდაცვისუნარიანობაზე ზრუნვა და ამ სფეროს მოწესრიგება. არ შეიძლება ყველა თემით სპეკულირება, მითუმეტეს ისეთი თანამდებობის პირისგან, როგორიც არის საქართველოს პრეზიდენტი", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ მარგველაშვილმა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციაზე დღეს პირველი კომენტარი გააკეთა.

„ის მიამიტური განცდებსა, რომ საქართველო არის რეალობაში, სადაც არ არსებობს გლობალური რისკის მატარებელი საშიშროებები, არ არსებობს საშიშროება, რომ რომელიღაც კრიზისი გადაიზარდოს უფრო რთულ ვითარებაში და საქართველოს ასეთ ვითარებაში კოორდინირებული პოლიტიკური მოქმედება არ სჭირდება, რომ არ არის საჭირო უშიშროების საბჭო და სხვა მსგავსი ინსტიტუტები, რომელიც კონტროლს გაუწევდა რთულ ვითარებას და დააზღვევდა იმ რისკს, რომელიც ყოველთვის არის ასეთ ვითარებაში, ალბათ მიამიტურ განცდებს, რომელსაც არ ვიცი რა საფუძველი გააჩნია, ნათელი პასუხი გაეცა.

"შეაფასეთ რეალობა და კიდევ ერთხელ შეხედეთ რეალობას. არ გინდათ მიამიტური სათვალეებით ყურება რეალობასთან მიმართებაში, რა რისკები და გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას," - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×