რეზონანსი
24.11.2017

 (რეზონანსი) ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა.

დაშავებულთ რაოდენობა კი 130-ს აღწევს. თითოეულ მათგანს, სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა რიცხვი 85-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა კი 80-მდე იყო.

ეგვიპტის პრეზიდენტმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

თავდასხმა დღეს, ლოცვის დროს მოხდა. თავდასხმა ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში, ქალაქ ელ-არიშის დასავლეთით მდებარე მეჩეთზე მოხდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×