რეზონანსი
09.12.2017

 (რეზონანსი) უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ადასტურებს.

მისი თქმით, სააკაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორიშია მოთავსებული.

„ძებნის შესახებ დადგენილების მიხედვით, ნაციონალური პოლიციის თანამშრომლებმა დაადგინეს მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელი ქალაქ კიევის ოტრადნაიას ქუჩაზე და დააკავეს ის. ის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. დაგეგმილია საგამოძიებო მოქმედებები და მიმართვა სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებისთვის", - წერს ლუცენკო ფეისბუქის გვერდზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×