რეზონანსი
09.12.2017

 (რეზონანსი) სააკაშვილი ლუგანსკის პოლიციის ყოფილი უფროსის სახლში დააკავეს.

პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, იური პოკინბოროდამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის სააკაშვილის დაკავებაზე საუბრობს.

"კანონის თანახმად, იზოლატორში უნდა გადავეყვანე მეც, მაგრამ  არ დამაკავეს. ვვარაუდობ, მახეს დამიგებენ და სააკაშვილის დაკავებაში დამადანაშაულებენ",-განაცხადა პოკინბოროდამ.

უკრაინის შინაგან საქმეთა კოლეგიის წევრის, რადას დეპუტატის,  ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი კიევში, ერთ-ერთ ბინაში იმალებოდა. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც  ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×