რეზონანსი
04.09.2018

 (რეზონანსი) დღევანდელი ხელისუფლება 95 წელს მაგონებს, როდესაც ქართული არ იცოდა რამდენიმე მინისტრმა - აცხადებს პოლიტოლოგი ნოდარ ხარშილაძე რუსულ საფრთხეებზე, პროპაგანდასა და სპეცსამსახურებზე საუბრისას.

ხარშილაძე ამბობს, რომ ხელისუფლებაში ბევრია ისეთი პირის, რომელსაც რუსეთში აქვს განათლება მიღებული და რუსული მენტალიტეტით აქვთ:

„ოთხმა მინისტრმა ქართული არ იცის ნორმალურად" აცხადებს ხარშილაძე „ტვ პირველის" გადაცემაში, „დღის ამბებში".

კითხვაზე, რომელ მინისტრებს გულისხმობს პოლიტოლოგი ეკონომიკის მინისტრს გიორგი ქობულიას, შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას ასახელებს. მისივე თქმით, აქცენტი არ აქვს, თუმცა განათლება მოსკოვში აქვს მიღებული პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯოდმარეს თორნიკე რიჟვაძეს.

 

 

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×