რეზონანსი
04.09.2018

 (რეზონანსი) „საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომლებს ახალ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ვადა ამოეწურათ. ახალ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 150-მდე ადამიანმა სამსახური დღეს ავტომატურად დაკარგა.

რამდენიმე საათიანი ხმაურიანი განხილვა მაუწყებლის დირექტორთან ვასილ მაღლაფერიძესთან დღეს უშედეგოდ დასრულდა. ტელევიზიის თანამშრომლები ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას და ბიძინა ივანიშვილთან და პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ.

„ვითხოვთ შეხვედრასა პრემიერ-მინისტრთან. ვითხოვთ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილთან, რადგან მის სახელთან ძალიან ასოცირდება ეს ადამიანი, ეს მისივე დამსახურებით, სხვათა შორის. ამიტომ ჩვენ ვთხოვთ პირადად მას, როგორც მოქალაქეს, ჩაერთოს ამ პროცესებში იმიტომ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ტრიალებს ნამდვილად ძალიან მძიმე პროცესები, რაც აუცილებლად გამოიწვევს ძალიან დიდ უკმაყოფილებას საზოგადოებაში", - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.

„აზოგადოებრივი მაუწყებლის" დამდგმელი ტელეოპერატორი, ბესო ორმოცაძე, აღნიშნავს, რომ ტელეკომპანიაში შტატების გაბერვა „GDS"-დან ჟურნალისტების გადმოყვანამ გამოიწვია.

 

 

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×