რეზონანსი
04.09.2018

 (რეზონანსი) პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას არ პასუხობს.

„არ მაინტერესებს," - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ მას არც დამოუკიდებელი ექსპერტის, ნონა მიხელიძის კრიტიკული გამოსვლა მოუსმენია ევროპარლამენტში.

„მისი მოხსენება არ მომისმენია, არ წამიკითხავს ეს დოკუმენტი. მოვისმინე ახლახანს მანქანაში, რომ იყო ამის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები, თუნდაც ევროპარლამენტარებისგან. როცა წავიკითხავ, ვნახავ რა დასკვნები აქვს თავის მოხსენებაში, მერე გეტყვით ამის შესახებ," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×