რეზონანსი
28.09.2018

 (რეზონანსი) სკოლის გამოსაშვები გამოცდები (CAT) შესაძლოა, 4-მდე შემცირდეს.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშის განცხადებით, შესაძლოა, გამოიყენონ ევროპული ქვეყნების გამოცდილება, სადაც გამოცდები ოთხ ძირითად საგანში ბარდება - მშობლიურ ენაში, მათემატიკაში, უცხო ენასა და ერთ არჩევით საგანში.

„მიხეილ ბატიაშვილმა დააანონსა გადაწყვეტილება, რომ 2020 წლისთვის რადიკალურად შეიცვლება საატესტატო სისტემა. რაც შეეხება საგამოცდო ტესტების გართულებას 2019 წელს, ეს გამორიცხულია. აბიტურიენტებს შეუძლიათ მშვიდად გააგრძელონ მომზადება როგორც სკოლის, ასევე უნივერსიტეტების ეტაპისთვის. ძალიან მიხარია, რომ მიხეილ ბატიაშვილის ხედვა ემთხვევა იმ ხედვას, რომელიც ორი წლის წინ საატესტატო გამოცდების ცვლილების საჭიროებასთან დაკავშირებით გავაჟღერე და ჩვენ ამაზე ერთად ვიმუშავებთ.

ცალსახად ვფიქრობ, რომ რაოდენობრივად ძალიან ბევრი გამოცდაა, თან გარკვეულ კონფლიქტში მოდის კონკრეტული გამოცდები - სკოლის დამამთავრებელ ეტაპზე მოსწავლემ შეიძლება ჩააბაროს იგივე გამოცდები, რასაც ეროვნულ გამოცდებზე აბარებს, ეს კი ახდენს დუბლირებას და ჯანსაღი პროცესი არ არის", - განაცხადა მარიამ ჯაშმა "ინტერპრესნიუსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×