რეზონანსი
28.09.2018

 (რეზონანსი) „ომეგა ჯგუფის" საქმე - „ქართული ოცნების" დეპუტატი აკაკი ზოიძე განვითარებულ პროცესებზე საუბრისას აცხადებს, რომ სჯეროდეს მმართველი გუნდი ჩართულია სისტემურ კორუფციაში, ის ამ გუნდის წევრი არ იქნებოდა.

"მე რომ მჯეროდეს, რომ ხელისუფლება ჩართულია სისტემურ კორუფციაში, "ქართული ოცნების" წევრი არ ვიქნებოდი და უფლებამოსილებას მაშინვე მოვიხსნიდი, თუმცა მტკიცედ მჯერა, რომ ეს ასე არ არის. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ჩემი აზრით, გამოძიება სწრაფად ჩატარდება. შედეგები გვაჩვენებს, რომ როგორც მოსალოდნელია, ამ შემთხვევაში ადგილი აქვს გადასახედებისგან თავის არიდების და ამ ფაქტის გადაფარვის მცდელობას", - აღნიშნა ზოიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×