რეზონანსი
28.09.2018

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ხადას ხეობაში ჩაყვანაზე უარი განაცხადა.

ცოლ-ქმრისა და მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატები ითხოვდნენ შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას.

ბრალდებული მწყემის დედის მარიამ მარტიაშვილის თქმით, ხეობაში ჩასვლა და იქ დაკავებულის დაკითხვა ბევრ კითხვას ნათელს მოჰფენდა.

„ბევრ რაღაცას აეხდებოდა ფარდა იქ რომ წასულიყვნენ. იციან იქ რაც მოხდა. ჩემი შვილი რისი გამკეთებელი იყო ისიც კარგად იციან, თვითონ სამარეს გაითხრიდნენდა იმიტომ არ წავიდნენ - იმიტომ, რომ ეს არის მათი დაგეგმილი მკვლელობა. მთავრობის დაგეგმილი მკვლელობა", - აცხადებს კობაურის დედა.

მისი თქმით, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მან შვილის ვერც მონახულება და ვერც ტელეფონით გასაუბრება ვერ შეძლო.

კობაურის ადვოკატი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხადას ხეობაში ახალი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება არ სურს, რადგან ეს მტკიცებულება დაცვის მხარის მტკიცებულება იქნება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×