რეზონანსი
28.09.2018

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრთან, რატუ ინოქე კუბუაბოლასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწევევები და ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა და ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და უსაფრთხოების მინისტრმა ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები: ალექსანდრე ტაბატაძე და გრიგოლ ლილუაშვილი და ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი.

ვიზიტის ფარგლებში, ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, რატუ ინოქე კუბუაბოლა, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×