რეზონანსი
28.09.2018

 (რეზონანსი) რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერის გამოსვლას ეხმაურება:

„ყურადღება მივაქციეთ საქართველოს მთავრობის მეთაურის გამოსვლას გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, რომელშიც მან რუსეთს მოუწოდა ხელი არ შეუშალოს რაღაც ახალი სამშვიდობო ინიციატივის განხორციელებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. ამ გამოსვლამ უცნაური შეგრძნება დატოვა.

"როგორც ვხედავთ, საერთაშორისო საზოგადოებას არწმუნებენ იმაში, რაც რეალობისგან შორს არის, რომ ამ რესპუბლიკების მოსახლეობა სიხარულით დაბრუნდებოდა საქართველოს შემადგენლობაში, რომ არა რუსი ოკუპანტები. იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველი პოლიტიკოსები პროპაგანდისტური ვარჯიშებისგან თავისუფალ დროს მაინც აცნობიერებენ არსებულ რეალობას", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების კომენტარში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ქართულ ენაზე მიმართა.

მამუკა ბახტაძემ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×