რეზონანსი
28.09.2018

 (რეზონანსი) გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა მოვიდეს.

ჰაერის ტემპერატურა 28 სექტემბერს +20, +25 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო შემდეგ დღეებში 4 - 5 გრადუსით მოიმატებს.

თბილისში 29 -30 სექტემბერს ჰაერი +26, +28 გრადუსამდე დათბება, 1 ოქტომბერს კი მცირე წვიმაა შესაძლებელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×