რეზონანსი
28.09.2018

 (რეზონანსი) ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ მინისტრის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ხელმძღვანელობა იმაში ცდებიან, რომ ჩვენ თანამოქალაქეებს გვიწოდებენ. ჩვენ სხვადასხვა, მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეები ვართ, მაგრამ არა ერთი სახელმწიფოსი. თუ ქართველებს სურთ, რომ აფხაზები და ოსები კარგად ცხოვრობდნენ, საქართველომ უნდა შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო იზოლირება"- აცხადებს დე ფაქტო მინისტრი.

საქართველოს პრემიერმა ბახტაძემ გაეროს ტრიბუნიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს მიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×