რეზონანსი
05.11.2018

 საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციებზე, ფინანსურ ბაზარსა და ეკონომიკაზე მოსალდნელ გავლენაზე საუბრობს გამოიწვევს თუ არა რეგულაციები სამომავლოდ მსესხებელთა რაოდენობის შემცირებას - ალექსანდრე ძნელაძის პასუხი ასეთია:

„დაახლოებით, 40-50% ვეღარ აიღებს სესხს. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის,რომ არსებულ პორტფელში უკვე მრავალი ადამიანია იმ ზღვრის მიღმა, ვისაც ჯერ კიდევ აქვს სესხი, ეს ადამიანები ვეღარ დაიმატებენ თანხას. ძირითადად, ფიზიკურ პირებზე ვსაუბრობთ, მათი რაოდენობის შემცირება კი ბუნებრივია ჯაჭვურად ებმის სამომხმარებლო ბაზრის პრობლემებს, ვინაიდან, მსესხებელთა რაოდენობის შემცირებით, სამომხმარებლო პორტფელიც შემცირდება“, - განუცხადა "კომერსანტს" ძნელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×